Thursday, July 22, 2010
რომაული ღმერთები
იუპიტერი - ცის, დღის სინათლის და ელვის ღმერთი.ღმერთების ღმერთი.(king of gods)
იუნონა - ქორწინების და დედობის ქალღმერთი.ღმერთების დედოფალი.
ავრორა- ცისკრის ქალღმერთი.
ბახუსი–ღვინის და დღესასწაულის ღმერთი.
კუპიდონი - სიყვარულის ღმერთი.
დიანა-ნადირობის და მთვარის ქალღმერთი.
ფავნუსი - ბუნების ღმერთი.
ფლორა - ყვავილობის ქალღმერთი.
ფორტუნა-წარმატების,ბედნიერების ქალღმერთი.
იანუსი - კარების ღმერთი.
იუსტიტია–სამართლიანობის და წესების ქალღმერთი.
მარსი - ომის ღმერთი.
მერკურიუსი - ვაჭრობის და მგზავრობის ღმერთი.
მინერვა - ხელობის და ხელოვნების და სიბძნის ქალღმერთი.
ნეპტუნი - წყლის, ზღვის ღმერთი.
სატურნი-დროის ღმერთი.
ტელუსი - მიწის ქალღმერთი.
პროზერპინა - ქვესკნელის ქალღმერთი
ვულკანუსი - დამანგრეველი ცეცხლის ღმერთი.
ვიქტორია - გამარჯვების ქალღმერთი.
ვენერა -სილამაზის და სიყვარულის ქალღმერთი.
პლუტო-მიწისქვეშეთი
პომონა-ხილის და ხეხილის ღმერთი.
ურანუსი-სატურნის მამა.
აპოლო-მზის ღმერთი.
გენიუსი - მამაკაცური ძალის ღვთაება.
გაია_სატურნის დედა.
*იუპიტერი ღმეთების მეფე.მისი იარაგი იყო მეხი და ელვა.იუპიტერი,ნეპტუნი და პლუტონი იყვნენ სატურნის შვილები.მათ გაიყვეეს დედამიწაზე არსებული ძალები.იუპიტერი მართავდა ჰაერს ,ნეპტუნი წყალს,პლუტო კი მიწისქვეშეთს,გარდაცვლილთა სამეფოს.იუპიტერი ნიშნავს''მამა სიყვარულს''.
*იუნონა-- იყო იუპიტერის ცოლი.გმერთების დედოფალი.ქორწინებისა და დედობის ღვთაება.კალენდრის პირველი თვე,იანვარი მას ეკუტვნის.მისი ჩიტი იყო ფარშევანგი.
*ნეპტუნი იყო ზგვის ღმერთი.იგი სეირნობდა ცხენით ან დელფინით.ნეპტუნი არ იყო მნიშვნელოვანი გმერთი იქამდე სანამ რომის იმპერია არ დაფუძნდა ხმელთაშუა ზგვაში.რომაელები იყვნენ ცუდი მეზგვაურები.და როდესაც იულიუს კეისარი შეიჭრა ბრიტანეტში.ეს მიიჩნიეს დიდ წარმატებად იმისდა მიუხედავად რომ მათ მხოლოდ ინგლისის არხი გადაცურეს.ნეპტუნი ასევე მიიჩნეოდა მიწისძვრის გმერთად.მას უწოდებდნენ ''დედამიწის შემარყეველს''.
*პლუტო იყო გარდაცვლილთა ღმერთი.რომაელებს მისი სახელის წარმოთქმისაც კი ეშინოდათ ,რადგან შეიძლებოდა მას ისინი შეენიშნა და მოეკლა.იგი ხშირად ეშლებოდათ ბერძენ ღმერთ პლუტუსში,სიმდიდრის ღმერთში.
*აპოლო იყო მზის ღმერთი.ყოველ დგე იგი აჭენებდა თავის ეტლს ცაში რომ გაენათებინა მსოფლიო.მას ყავდა ვაჟი ფაეტონი,რომელიც იყო ადამიანი.ერთხელ მან აპოლოსგან ითხოვა ეს ეტლი მაგრამ ჩამოვარდა და დაიღუპა.ეტლმა დედამიწაზე ჩამოვარდნამდე დაწა ყველაფერი მაგრამ შემდეგ იუპიტერმა გააჩერა.აპოლო აგრეთვე იყო მუსიკის გმერთი.და უკრავდა ლირაზე.
*დიანა-მთვარის ღვთაება.მისი ტყუპისცალი იყო აპოლო,მზის გმერთი.იყო აგრეთვე ნადირობის ქალღმერთი.
*მარსი -რომაელები იყვნენ კარგი მეომრები ამიტომ ფიქრობდნენ რომ ომის გმერთი მარსი იყო ძალიან მნიშვნელოვანი.ამბობდნენ რომ იყო რომულუსის და რემუსის რომის დამაარსებლების მამა.კამპუს მარტიუსი ან უბრალოდ მარსის ველი,იყო მდინარე ტიბრის მახლობლად.ამ ადგილსჯარისკაცების საწვრთნელად იყენებდნენ.
*ვენერა დაიბადა ზგვაში და პირველად მდინარის ნაპირზე ამოვიდა როგორც კვიპაროსი.არსებობდა ოქროს ვაშლი რომელსაც ქონდა წარწერა "For the Fairest’’. ვენერას ,იუნონას და მინერვას სურდატ ეს ვაშლი მათი გამხდარიყო.და ერთ კაცს სახელად პარისს დართეს ნება ერთერთი მათგანი აერჩია.სამივე ლამაზი იყო და არჩევანი ვერ გააკეტა მათ შორის.ამის შემდეგ იუნონა დაპირდა რომ ის მას გახდიდა ძლევამოსილს.მინერვა სიბრძნეს აჩუქებდა.ხოლო ვენერა მას ყველაზე ლამაზ ქალს ელენეს შეპირდა .პარისმა აირჩია ვენერა . ელენა(Helen),უკვე იყო გათხოვილი,მაგრამ პარისმა იგი თავის სახლში ტროაში წაიყვანა..ელენეს ქმარი ჩავიდა ცოლის დასაბრუნებლად.გაიმართა ომი.დაეცა ტროა,პარისი და მისი ოჯახი დაიღუპა.
*კუბიდონი იყო სიყვარულის ღმერთი.მისი იარაღი იყო მშვილდი და ვისაც მისი ნასროლი ისარი მოხვდებოდა აუცილებლად უყვარდებოდა ვინმე.
მერკური იყო მოგზაურობის გმერთი.ქონდა ფრთიანი ქუდი.ის აგრეთვე იყო ქურდების მფარველი.როდესაც რამოდენიმე დგის იყო ძროხები მოპარა აპოლოს.მან ძროხებს გაუკეთა სპეციალური''ფეხსაცმელი'',რომლებიც ნაპეხურებს ტოვებდა უკუღმა.ასე რომ ვერავინ ვერ მიყვებოდა მათ კვალს.
*სატურნი იყო დროის გმერტი და მისი იარაგი იყო ცელი.იუპიტერამდე ის იყო გმერთები მეფე.მისი ვაჟები იყვნენ იუპიტერი,ნეპტუნი და პლუტო.ისინი იყვნენ ჰაერი,წყალი და სიკვდილი.სამი რამ რასაც დრო ვერ დაამარცხებს.
*იანუსი იცავდა სამოტხის კარს,ამის გამო გახდა ის კარიბჭეების გმერთი.იანუსს ჰქონდა ორი სახე, რადგანაც კარს შეუძლია შეგიშვას ან გამოგიშვას.
*ურანუსი და გაია-ურანუსი არ იყო სახელოვანი ფიგურა.ის მოვიდა სატურნის შემდეგ ხოლო თვიტონ სატურნი იუპიტერის შემდეგ.მას არ ეთაყვანებოდნენ რომში ,ამიტომ არ არსებობს მისი სურათი.ურანუსი იყო ცა ხოლო მისი ცოლი გაი იყო მიწა.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
Wynn Resorts Inc. - Jobs - JTHub
ReplyDeleteView Jobs, Employment, & more at Wynn Resorts, Inc. Find the perfect place to work with people 청주 출장샵 you're 구리 출장샵 closest 영천 출장마사지 to, and see what 경주 출장안마 they're capable 오산 출장마사지